ახალი ამბები
ხაშური-გომის მონაკვეთზე სატვირთო მანქანების რიგები დადგა
ხაშურის მუნიციპპლიტეტში, გომის მონაკვეთზე სატვირთო ავტომანქანების რიგები დადგა.

მძღოლები, რომლებიც ძირითადად, ტაჯიკეთი, უზბეთეკი და რუსეთიდან მოდიოდნენ, გზის შეფერხების გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

სატვირთო ავტომანქანები საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა შეაყოვნეს. ისინი მძღოლებს უხსნიდნენ, რომ საბაჟოებზეც რიგებია და ამიტომ შეყოვნება განტვირთვის მიზნით ხდება.

თურქული მედიის ცნობით, ყველა მანქანა, რომელიც ტრანზიტისთვის უკრაინის ტერიტორიას იყენებდა, ირჩევს საქართველოს გზას, რამაც საბაჟოების გადატვირთვა გამოიწვია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები