ახალი ამბები
მანქანას, რომელიც ტინისხიდში წყლის ქვეშ მოექცა, საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარე მართავდა
ავტომანქანა, რომელიც გუშინ გორში, ტინისხიდის ხიდის ქვეშ წყლის ქვეშ მოექცა, გორის საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარე, მარლენ ნადირაძე მართავდა.

მანქანა კი გორის მერიას ეკუთვნის.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარლენ ნადირაძე ტინისხიდელია. ის ცდილობდა მანქანით წყლის გადალახვას, თუმცა ძრავმა მუშაობა შეწყვიტა და მარლენ ნადირაძემ მანქანით გადაადგილება ვეღარ შეძლო.

როგორც თავად იქვე მყოფ ადამიანებს მოუყვა, წყალი ხიდის ქვეშ სწრაფად დაგროვდა, მანქანიდან გადასვლა მოასწრო.

qartli.ge წერდა, რომ აღნიშნულ მანქანას 2021 წელს საარჩევნოდ ,,ქართული ოცნება'' იყენებდა. მას

ჩმანქანას სახელმწიფო ნომრით QC919CC, გორის მერიამ რემონტი 2021 წლის 25 მაისს ჩაუტარა. 



Print

სტატიის გამოყენების პირობები