ახალი ამბები
გორში არასრულწლოვნებმა პრეზერვატივების ყუთი მოიპარეს
გორში, არასრულწლოვნებმა მაღაზიიდან პრეზერვატივები მოიპარეს.

შემთხვევა ნიკორაში, 10 ივნისს საღამოს საათებში მოხდა.

ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსრა. ინდენტიფიცირებულა ის პირი, ვინც იმ მომენტში დახლიდან ყუთი აიღო:

,,საღამოს საათებში ბევრი ხალხი ტრიალებდა, ეს ბავშვებიც რამდენჯერმე შემოვიდნენ-გავიდნენ.კამერამ დააფიქსირა, როგორ აიღეს ყუთი'' - ამბობენ ნიკორაში.

მაღაზიაში მივიდა მოზარდის მამა, რომელმაც განაცხადა, რომ წაღებული ნივთების თანხას გადაიხდის.

როგორც მაღაზიაში გვითხრეს, რაოდენობრივად ბევრია წაღებული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები