ახალი ამბები
გორში მანქანა ხეს დაეჯახა - მძღოლს ნასვამობა დაუდგინეს
გორში 26 მაისის სანაპიროზე ავარია მოხდა.

ავტომანქანა ხეს დაეჯახა, შემდეგ ამობრუნდა. ამობრუნების დროს ჯიპს ცეცხლი გაუჩნდა. 

ხანძარი მალე ჩააქრეს, სახანძრო ბრიგადა კი ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ მივიდა.




მძღოლმა ავტომანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. ის მსუბუქად დაშავდა. სამედიცინო დახმარების ბრიგადას სამედიცინო დახმარებაზე უარი განუცხადა.

XX

საპატრულო პოლიციამ ადგილზე შემოწმების დროს მას ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა დაუდგინა. დეტალური შემოწმების მიზნით კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები