ახალი ამბები
გორში გარემოვაჭრეებისთვის 100 ცალი საჯარიმო ქვითარი გაამზადეს
გორის მერიამ 100 საჯარიმო ქვითარი შეუკვეთა. ქვითრები 19 ივნისს მერიის ზედამხედველობის სამსახურმა უკვე ჩაიბარა.

ეს ქვითრები გამოყენებული იქნება იმ გარემოვაჭრეებისთვის, რომლებსაც 14 ივნისს ერთი კვირის ვადა მიეცათ სხვა, ალტერნატიული ფართის მოსაძებნად. ეს ერთკვირიანი ვადა დღეს იწურება.

გორის მერიის ცნობით, 14 ივნისს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ჭავჭავაძის გამზირზე, ქართლისა და გურამიშვილის ქუჩებზე გარემოვაჭრეებს უნებართვოდ განთავსებული დახლების და მსუბუქი კონსტრუქციებისგან გასათავისუფლებლად 7 დღის ვადა განუსაზღვრეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს სამუშაოდ ალტერნატიული ფართები ქალაქის სხვადასხვა ბაზრებში შესთავაზეს, სადაც ისინი სპეციალური შეღავათებითაც ისარგებლებენ.

,,გარევაჭრობისას გარდა იმისა რომ ირღვევა კანონი, მახინჯდება ქალაქის იერსახე, ქუჩები ნაგვიანდება და გაუვალი ხდება. გადაადგილებისას პრობლემები ექმნებათ როგორც ფეხით მოსიარულეებს, ასევე სატრანსპორტო საშუალებებს და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას'' - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები