ახალი ამბები
გორში გარევაჭრობა გრძელდება - საჯარიმო ქვითრებს ავტობუსის მგზავრებისთვის გამოიყენებენ
გუშინ, 21 ივნისს, ერთკვირიანი ვადა გავიდა, რომლის მიხედვით, გორში, გურამიშვილისა და ქართლის ქუჩებზე, გარემოვაჭრეებს დახლები უნდა აეღოთ.

დღეს, 22 ივნისს აღნიშნულ ქუჩებზე ვაჭრობა ისევ გრძელდება. მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ისინი 14 ივნისს გააფრთხილეს.

უფრო მეტიც, 19 ივნისს, მერიამ 100 საჯარიმო ქვითარი დაბეჭდა.

დღეს მერიაში აცხადებენ, რომ ამ საჯარიმო ქვითრებს გარემოვაჭრეებისთვის არ გამოიყენებენ.

პრეს-სამსახურის განცხადებით, ამ ქვითრებს სატრანსპორტო კომპანიას გაუგზავნიან, სადაც კონტროლიორებს გადასცემენ. კონტროლიორები კი დაჯარიმებული მოქალაქეებისთვის გამოიყენებენ.

რაც შეეხება გარემოვაჭრობას, მერიის პრეს-სამსახურში გვითრეს, რომ ამ საკითხზე კვლავ მიდის მუშაობა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები