ახალი ამბები
ხაშურელმა მილიონერმა საკრებულოს წევრებს წნევის აპარატი უყიდა - ბიუჯეტის ფულით
ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლევან გამრეკელმა საკრებულოს წევრებს წნევის აპარატი უყიდა.

ამის შესახებ გამრეკელმა ხაშურის მერიას 3 ივნისს აცნობა. მან მტკიცებულების სახით მიღება-ჩაბარების აქტი წარადგინა.

მიღება-ჩაბარების აქტში წერია, რომ წნევის აპატატი ბიუჯეტის თანხით, 230 ლარად შეიძინეს.



ლევან გამრეკელი 1-3 ივნისს ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა, რადგან თავმჯდომარე მივლინებით ბალტისპირეეთში, მერთან ერთად, იმყოფებოდა. ხაშურის მერის მოვალეობას კი ზვიად ქურდაძე ასრულებდა.

ეს მიწერ-მოწერა, რომ სწორედ მოვალეობის შემსრულებლებს შორის წარიმართა.

ლევან გამრეკელი მილიონერია, მის დეკლერაციაში ვკიხულობთ, რომ მარტო ერთ წელიწადში 2021 წელს შპს ლეგადან, რომელიც ხაშურის სოფელ კოდისწყაროშია რეგისტრირებული, შემოსავლის სახით მიიღო 1,2 მლნ ლარი, ხოლო ინდმეწარმეობიდან 2 მლნ ლარი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები