ახალი ამბები
ცხინვალის მერი ალან ქოჩიევი თანამდებობიდან გადადგა
ქალაქ ცხინვალის მერი, ალან ქოჩიევი (ალან გრიგოლის ძე კოჩიევი) თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის სამთავრობო ვებ-პორტალის ინფორმაციის მიხედვით, ქოჩიევმა მერის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.

ქოჩიევი ქალაქ ცხინვალის ადმინისტრაციის 2019 წლიდან მართავდა, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მაშინდელი პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის მხარდაჭერით სარგებლობდა.

მისი ინიციატივით, მოსკოვის ქუჩაზე პუტინის სახელი მიენიჭა.

ქოჩიევი მას შემდეგ გადადგა, დე-ფაქტო რესპუბლიკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადააყენა ახალგორის, ზნაურისა და ჯავის რაიონის ხელმძღვანელები.

ალან ქოჩიევი 1973 წელს ქ. ცხინვალში დაიბადა. ის 2011 წელს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები