ახალი ამბები
მდინარე ლიახვმა ჯავის ორ სოფელთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო
ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე დიდი ლიახვი ადიდდა და ნაპირებიდან გადმოვიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედია ავრცელებს.

ჯავის რაიონის ახალი გამგებლის, ვანდა თიბილოვის განცხადებით, შეწყვეტილია კავშირი რამდენიმე სოფელთან, რადგან დაზიანდა ხიდი.

კერძოდ, რაიონულ ცენტრს მოსწყდა სოფლები: ზღუდერი და ბეჟანანთუბანი.

თიბილოვის განმარტებით, სპეციალისტები სამუშაოს დაწყებას მხოლოდ ამინდის პირობების გაუმჯობესების შემდეგ შეძლებენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები