ახალი ამბები
ბლის ზარალი შიდა ქართლში
ივნისში მოსული უხვი ნალექების გამო, ბლები დაზიანდა. მოსახლეობა ჩივის, რომ რეალიზაციას ვერ ახდენს და ამით შემოსავალი იკარგება.

წვიმებმა გამოიწვია ბლების დახეთქვა და ლპობის პროცესის დაჩქარება.

ბოლო 10 წლის მანძილზე, ბალმა, ალუბალთან ერთად, რეგიონის წარმოებაში დიდი ადგილი დაიკავა.

მრავალწლიან კულტურებს შორის, 2021 წლის მონაცემებით, მოსავალმა 4.6 ათასი ტონა შეადგინა.

- ვაშლი - 58.7 ათასი ტონა
- ქლიავი, ჭანჭური, ღოღნოში - 7.3 ათასი ტონა
- ატამი, ვაშლატა - 6,9 ათასი ტონა
- ბალი, ალუბალი - 4.6 ათასი ტონა
- მსხალი - 3.4 ათასი ტონა

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური


Print

სტატიის გამოყენების პირობები