ახალი ამბები
მეჯუდამ დააზიანა ცხინვალი-წინაგარას დამაკავშირებელი გზა
უხვი ნალექის შედეგად 26 ივნისს მდინარე მეჯუდაც ადიდდა. გზის გარეშე დარჩა ცხინვალსა და წინაგარას შორის დამაკავშირებელი გზა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, გზის აღდგენას მინიმუმ 2 დღე დასჭირდება. ადიდებულმა მდინარემ სავალი გზა მთლიანად გაანადგურა.

წინაგარა და ორჭოსანი გამყოფ ხაზთან მდებარეობს. ცხინვალთან დამაკავშირებელი მათი გზა სოფელ ღრომის გავლით გადის. წინაგარა და ორჭოსანი ავტობანიდან სულ რაღაც 5 კმ-ში მდებარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები