ახალი ამბები
წარადგინეს შიდა ქართლის რეგიონის შრომის ბაზრის მონიტორინგის შედეგები
2022 წლის 27 ივნისს, შიდა ქართლში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს შორის გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანია ადგილობრივ შრომის ბაზარზე არსებული ვითარების მიმოხილვა.

შეხვედრის ფარგლებში წარდგენილი იყო შიდა ქართლის რეგიონის შრომის ბაზრის მონიტორინგის შედეგები, რომლის ფარგლებშიც 150 ადგილობრივი ორგანიზაცია გამოიკითხა. მონიტორინგი ჩაატარა გამოყენებითი კვლევის კომპანიამ ARC, LINKS პროექტის დაკვეთით.

სამუშაო შეხვედრაში მიიწვიეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა საგანმანათლებლო სერვისების მიმწოდებლები.

რეგიონული სამუშაო ჯგუფების შეხვედრები ოთხ რეგიონში (ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, გურია და აჭარა) იმართება „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტის ფარგლებში.

მათი მიზანია კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაუმჯობესება ინფორმაციის მუდმივი გაზიარების გზით, რაც, თავის მხრივ, სამუშაოს მაძიებელთა უნარ-ჩვევების განვითარებასა და დასაქმების მომსახურების მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

„ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების“ (LINKS) პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით, „საქართველოს გაეროს ასოციაციისა“ (UNAG) და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) მიერ, ხოლო შიდა ქართლის რეგიონში პროექტის პარტნიორ ორგანიზაციას წარმოადგენს საზოგადოება „ბილიკი“ „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ (LINKS) პროექტის მიზანია ცოდნისა და უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმების, რესურსებისა და  ღონისძიებების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა პროექტის ოთხ სამიზნე რეგიონში: აჭარა, გურია, შიდა ქართლი და ქვემო ქართლი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები