ახალი ამბები
შიდა ქართლის რესტორნებში გამოცდილი ბარმენის, ბარისტას, მიმტანისა და კონდიტერის დეფიციტია / ბაზრის მონიტორინგი
შიდა ქართლის მასშტაბით შიდა ბაზრის კვლევა ჩატარდა. მათ შორის, კვების ობიექტებში - რესტორნებში.

დღეს ამ მონიტორინგის შედეგები გორის მერიაში სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, მათ შორის, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს გააცნეს.

პროფესიულმა სასწავლებლებმა, მონიტორინგის შედეგების მიხედვით, უნდა იმსჯელონ და იფიქირონ იმის თაობაზე, თუ რა მიმართულებით გაამახვილონ ყურადღება სასწავლო პროგრამებში, რათა შესაბამისი კადრები მოამზადოს.

როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, აპრილიდან მაისამდე შიდა ქართლში 150-მა ორგანიზაციამ ვაკანსია გამოაცხადა.



მონიტორნგის ჯგუფის წევრებმა შეისწავლეს ვაკანსიები და ბიზმესმენების მოთხოვნები.

აღმოჩნდა, რომ რესტორნებში მიმტანების საშუალო ხელფასი 500 ლარია. ვაკანსიების ავტორები აღნიშნავენ, რომ შიდა ქართლის რესტორნებში ქართული კერძების მზარეულების დეფიციტია.

ასევე დეფიციტია: კონდიტერი, ბარმენი, ბარისტა, მიმტანი და ბუღალტერი.

მაგალითად, მფლობელები აღნიშნავენ, რომ არ არსებობს შესაბამისი უნარების მქონე აპლიკანტები ბარმენ-ბარტისტასა და მიმტანებს შორის. მიმტანებში ნაკლებია გამოცდილება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები