ახალი ამბები
კლიკიჯვრის ეკლესიის აღდგენა გადაწყვიტა გორის მერმა
გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა კლიკიჯვრის ეკლესიის აღდგენა გადაწყვიტა.

ამის გამო, არქიტექტორებს პროექტის მომზადება დაავალა. მერია მზადაა 250 000 ლარი გამოყოს, თუმცა პროეტის გამზადების შემდეგ, დადგინდა სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება.

კლიკიჯვარი (კლიკის ჯვარი) VII-VIII საუკუნეებით თარიღდება და მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მღებრიანის სიახალოვეს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი აპირებს ასევე მღებრიანის ხიდის აღდგენას.

გადმოცემის მიხედვით, კლიკიჯვრის ტერიტორიაზე, ოსმალთ ბატონობის პერიოდში, ტყვეთა ბაზრობა იმართებოდა. აქ ვაჭრები სამხრეთ საქართველოდან - სამცხე-საათაბაგოდან ჩამოდიოდნენ. ტყვეთა ბაზრის ადგილას დღეს მხოლოდ ქვების დიდი გროვებია დარჩენილი.

ფოტო: მოლაშქრეთა კლუბი - რონინი
Print

სტატიის გამოყენების პირობები