ახალი ამბები
მარინე ხოხაშვილის ბრძოლა სიმსივნის წინააღმდეგ გრძელდება
გორელ მოქალაქეს, მარინა ხოხაშვილს ამჯერად ახალი, დამოუკიდებელი სიმსივნსე დაუდგინეს. კერძოდ, წვრილუჯრედოვანი ნეიროენდოკრინული კარცინომა ICD-O code8041/3.

როგორც მისი შვილი, ლანა დემურიშვილი აცხადებს, ამჟამად საჭიროა სხვა დამოუკიდებელი მკურნალობის დაგეგმვა, კერძოდ, სხივური თერაპია, რომელიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში არსებული ფულადი ლიმიტის ამოწურვის გამო.

შვილი, ლანა დემურიშვილი საზოგადოებისგან დახმარებას კვლავ ითხოვს:

,,ოჯახმა ამოწურა ფინანსური სახსრები, ამიტომ საზოგადოებას უმორჩილესად გთხოვთ, გულთან ახლოს მიიტანოთ ჩვენი თხოვნა და დაგვეხმაროთ, რომ შევძლოთ მკურნალობის გაგრძელება.'' - ამბობს ლანა.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომერზე შეგიძლიათ:

საქართველოს ბანკი: GE83BG0000000498585427

მარინე ხოხაშვილს აქვს ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე მე-4 სტადია. ამ დაავადებას ორი წელია ებრძვის.

,,ამჟამად მას ესაჭიროება ძვირადღირებული პრეპარატი - ტაგრისო 80 მგ. (ოსიმერტინიბი). აღნიშნული პრეპარატის ერთი თვის კურსი - 30 აბი 14 000 ლარი ღირს საქართველოში, ხოლო საზღვარგარეთიდან გამოწერის შემთხვევაში, 15 000 ლარში, შევიძენთ სამი თვის კურსს, კერძოდ, ინდოეთში ამ პრეპარატის ერთი თვის კურსის (30 აბი) ღირებულებაა 1650 დოლარი, ანუ თვეში 5000 ლარი, ხოლო 200 დოლარად შევიძენთ პრეპარატ Osimert-ს (EVERS), რომელიც პრეპარატ ,,ტაგრისოს“ ანალოგია (მოქმედი ნივთიერებაა ისიმერტინიბი). სახელმწიფოს მხრიდან ტაგრისოს დაფინანსება შეზღუდულია თანხის სიძვირის გამო - დაგვიფინანსდა მხოლოდ 1 კურსი. - ამბობს შვილი, ლანა დემურიშვილი.









Print

სტატიის გამოყენების პირობები