ახალი ამბები
ჯავის რაიონში მდინარე ფაწამ გაიტაცა 19-წლის ბიჭი
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში მდინარე ფაწამ ერთი ადამიანი გაიტაცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო რესი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დაკარგულია სოფელ ყემელთას მკვიდრი - 19 წლის ბიჭი. ყემელთა ჯავიდან 12 კმ დაშორებით მდებარეობს.

ამ სოფელში ერთმანეთს უერთდება მდინარეები - ფაწა და ქეშელთა. შემდეგ კი მდინარე ლიახვში ჩაედინება.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, დაკარგულ მამაკაცს ეძებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

სოფელი ზღვის დონიდან 1600 მ სიმაღლეზე მდებარეობს.

გაგრძელება:

ჯავის რაიონში მდინარეში დაკარგული 19-წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები