ახალი ამბები
ხელთუბნელები დამარცხდნენ - გორის მერიის გუნდი ფინალშია
ცნობილია ფინალისტების ვინაობა, რომლებიც ერთმანეთს სამოყვარულო ფეხბურთის ჩემპიონატში ეჯიბრებიან.

ფინალში ერთმანეთს გორის მერიისა და დიცის გუნდები შეხვდებიან.

დღეს ნახევარფინალები ჩატარდა. ფინალის მიღმა დარჩა ქვახვრელის გუნდი, რომელიც ნახევარფინალში დიცს დაუპირისპირდა.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სამოყვარულო ფეხბურთის ჩემპიონატში - "7×7" მონაწილეობს.

გორის პირველობისთვის 6 გუნდი იბრძოდა.

ცალკე ტურნირები იმართება ქარელსა და ხაშურში. ის გუნდები, რომლებიც თავიანთ მუნიციპალიტეტებში გაიმარჯვებენ, მასტერ ლიგის ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

ჩემპინატში საქართველოს 64 მუნიციპელიტეტი იღებს მონაწილეობს.

ქვეყნის პირველობისთვის იბრძოლებენ მუნიციპალურ, რეგიონალურ და ზონალური ეტაპებში გამარჯვებული გუნდები.

საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს ფულადი პრიზები გადაეცემათ.

პროექტის მიზანი ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები