ახალი ამბები
გორში ,,ოცნების'' წარმომადგენლებმა ,,შინ ევროპისკენ'' აქციის მხარდაჭერებს მწვანილები ესროლეს


გორის ბაზარში პარტია "ლელოს" ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს მწვანილი ,,ქართული ოცნების'' მხარდამჭერებმა ესროლეს.

ჯაფარიძე თანაგუნდელებთან - ფიქრია ჩიხრაძესთან, ლევან სამუშიასთან, საბა ბუაძესთან და ლანა გალდავასთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა.

ისინი გორში ჩავიდნენ, რათა 3 ივლისს თბილისში დაგეგმილ აქციაზე რეგიონებიდან ხალხის მობილიზებისთვის შეეწყო ხელი.

თბილისში გაიმართება აქცია ,,შინ ევროპისკენ''. პოლიტიკოსები სპეციალურ ბუკლეტებს არიგებენ და ხალხს მოუწოდებენ, რომ ამ აქციაზე წავიდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები