ახალი ამბები
გორში მაკრახიძის ბაზრის მემწვანილეები ამბობენ, რომ ,,ოცნების'' აქტივისტებს მათი მწვანილი არ უყიდიათ
გორის სავაჭრო ცენტრის, ,,გეორგია 21''-ეს ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ 30 ივნისს ,,ქართული ოცნების'' წევრებს მწვანილი არ უყიდიათ.

მემწვანილეები იმასაც ამბობენ, რომ არც დანაკლისი ჰქონიათ, შესაბამისად, ქურდობას ადგილი არ ჰქონია.

მემწვანილეები ვარაუდობენ, რომ ოცნების აქტივისტებმა მწვანილი სავარაუდოდ სახლიდან მიიტანეს.

,,ჩვენგან არ უყიდიათ ის მწვანილი. არც დანაკლისი გვქონია და არც არავის აუღია დახლიდან. როგორც იყო, ისევე ელაგა'' - აცხადებენ მემწვანილეები.

ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ყველა მემწვანილემ, რომელიც ყოფილი პარლამენტარის, იოსებ მაკრახიძის კუთვნილ ბაზარში არიან დასაქმებულები.

30 ივნისს, ორგანიზაცია ,,ლელოს'' წევრები გორში იმყოფებოდნენ. ისინი საინფორმაცი ბუკლეტებს არიგებდნენ და მოსახლეობას 3 ივლისის აქციისკენ დასასწრებად მოუწოდებენ.

3 ივლისს თბილისში დაგეგმილია აქცია ,,შინ ევროპისკენ'', რომელიც ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად იმართება. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისინი გააპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკას.

ქვემოთ იხ 30 ივნისის ინციდენტი გორში


Print

სტატიის გამოყენების პირობები