ახალი ამბები
გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოზარდები უკრაინელ თანატოლებთან ერთად საზაფხულო ბანაკში ისვენებენ
გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოზარდები უკრაინელ თანატოლებთან ერთად საზაფხულო ბანაკში ისვენებენ.

ერთკვირიანი ბანაკი 26 ივნისს ბორჯომში გაიხსნა. "ჯომარდია" პროექტ "ძალა ერთობაშია"–ს ფარგლებში მოეწყო.

გარდა ჯომარდობისა, ბანაკში ეწყობა ლაშქრობა, კარვები, სპორტული ღონისძიებები, გასართობი და საგანმანათლებლო პროგრამები და ექსკურსიები.

ბანაკს "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" აფინანსებს. თანადამფუძნებლები კი ეგორ კუროპტევი, სოფიო ჭყონია და დავით ქაცარავა არიან. "ჯომარდია" გასულ წელს დაფუძნდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები