ახალი ამბები
ქსნის ხეობაში დაზიანებული ხიდის გამო 12 სოფელი მოწყვეტილია ახალგორს
ახალგორის რაიონში 12 სოფელი მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, აღსადგენია ხიდი.

გარდა ამისა დაზიანებულია რამდენიმე სახლი.

„სოფელ მარტიანში წყალდიდობის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლის საძირკველი. მთის 12 სოფლის რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი ხიდი კვლავ დაზიანებულია, რაც ერთადერთი დამაკავშირებელი რგოლია ლენინგორთან /ახაგლგორი/“, - აღნიშნულია ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ახალგორის რაიონის სოფელ ლარგვისსა და მიმდებარე დასახლებებში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ანძებიც.

რაიონის გამგეობის მშენებლობის, არქიტექტურისა და საბინაო-კომუნალური მომსახურების განყოფილების უფროსის ვიტალი ბიტაროვის თქმით, სპეცტექნიკის მწვავე დეფიციტის მიუხედავად, ყველაფერი კეთდება ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზარალის გამოსასწორებლად.

„ჩვენ უკვე მოვახერხეთ საფეხმავლო ხიდის აღდგენა, ასევე ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები“, - განაცხადა მან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები