ახალი ამბები
ქარელი-სკრის 30 კმ-იან სარწყავ არხში წყალი გაუშვეს
ქარლისა და გორის მუნიციპალიტეტის 9 სოფელს ახალი სარწყავი არხი აქვს.

აღდგენილია სკრა-ქარელის სარწყავი სისტემა. როგორც მელიორიცაციის სამსახურიდან გვაცნობეს, აღდგენილ სისტემაში წყალი გაშვებულია.

პრეს-სამსახურის ცნობით, 28.4 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური არხის და წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია ჩატარდა. მოეწყო რკინაბეტონის ღარები; ჰიდროტექნიკური ნაგებობები; წყალმზომები.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ქ.ქარელის, ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების 9 სოფლის (ახალსოფელი, სამწევრისი, ქარელი, ხვედურეთი, ქვენაფლავი, ღვლევი, სკრა, ბეთლემი, რიეთი) 3240 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.

პროექტის ღირებულება 4 მლნ ლარამდეა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები