ახალი ამბები
გორში რუსთაველის თეატრი წარადგენს ,,ძუნწს''
8 ივლისს გორის თეატრის სცენაზე რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობები გამოვლენ.

გასტროლზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი "ძუნწი".

პიესის ავტორია გიორგი ერისთავი - (კომედია ერთ მოქმედებად). რეჟისორია გოჩა კაპანაძე. დასაწყისი 19:00.

გიორგი ერისთავის ეს სპექტაკლი ჯერ კიდევ 1850 წელს დაიდგა გორის თეატრის სცენაზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები