ახალი ამბები
ხაშურში მერმა და საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარემ სუპერმარკეტი გახსნეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი კომპანია „GEO 2008”-ის ახალი სუპერმარკეტის გახსნას დაესწრნენ.

წითელი ლენტი ჩიტიაშვილმა და ნინო ლიპარტელიანის მოადგილემ, ლევან გამრეკელმა გაჭრეს. ფოტოს მერიის გაზეთი ,,ხაშურის მოამბე'' ავრცელებს.

გახსნის ცერემონიაში მონაწილეებმა, რომელთა შორისაც იყვნენ მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, პირველი სიმბოლური შენაძენებიც გააკეთეს.

„მისასალმებელია, რომ „GEO 2008” ადგილობრივ დონეზე ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის გაფართოება ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც საბოლოო ჯამში მოქალაქეთა კეთილდღეობაზე აისახება“, - აღინიშნა გახსნისას.

კომპანია 2011 წელს დააფუძნეს ტაშისკარელმა ტარიელ ხარატიშვილმა და ხაშურელმა მამუკა დევდარიანმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები