ახალი ამბები
გორში მოსწავლეებმა აშშ-ს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართეს
ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით,  გორის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკის კუთხეში ღონისძიება გაიმართა.

სხვადასხვა აქტივობებში გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩაერთვნენ.

მოსწავლეებმა აშშ-ს სიმბოლოებით პოსტერები დაამზადეს, წარმოადგინეს ქვეყნის სპორტის, კულტურის და ისტორიის ფრაგმენტები. შესარულეს მუსიკალური ნომრები.

ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს გორის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკის კუთხის წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელდა.

4 ივლისს, აშშ-ში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ. 1776 წლის 4 ივლისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამოუკიდელობის დეკლარაცია მიიღო.  ოფიციალურად უქმე დღეა და მას ყველა შტატი განსაკუთრებულად აღნიშნავს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები