ახალი ამბები
,,ფორუმ თეატრის'' დასკვნითი ღონისძიება გაიმართა გორში
გორში მოზარდებმა ,,ფორუმ თეატრი'' კულტურის ცენტრში წარადგინეს.

ღონისძიება ამერიკის საელჩოს მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომლის სახელწოდებაა - „დიალოგი და განსხვავება''.

ამ პროექტის ფარგლებში, მოზარდები 3 დღის განმავლობაში ეუფლებოდნენ ფორუმ თეატრის, ფილმის გადაღებისა და ინტერვიუს ტექნოლოგიებს.

ვორქშოფებს, ამერიკელი ხელოვანები ქართველ კოლეგებთან ერთად უძღვებოდნენ და ახალგაზრდებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელოვნების სწავლების აპრობირებულ მეთოდებს სთავაზობდნენ.

საერთაშორისო პროექტი გორში, გორის მერიის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „Helping Hand” - მა “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრთან“ (CSDC) პარტნიორობით განახორციელა. პროექტი გორის გარდა, თბილისსა და ზუგდიდში ხორციელდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები