ახალი ამბები
ხე-ტყის ბაზრობა მდინარე ტანის ხეობაში
ასეთია ის ,,საქმიანი ეზო'' მდინარე ტანის ხეობაში, რომელიც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ სოფელ ბობნევის სიახლოვეს მოაწყო.

აქ ბოლო აქუციონი 17 ივნისს გაიმართა, სადაც 6.5 კბ შეშა გაიყიდა. ხე-ტყის აუქციონი იმართება საჯაროდ, აუქიონის ვებ-გვერდზე. თუმცა, 

2020 წლის მაისში, გარემოს დაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოფელ ბობნევში ,,საქმინი ეზოს'' ტერიტორია შემოსაზღვრული იქნებოდა გარეგანათებით და ღობეებით.

,,ტყის ახალი კოდექსით ხე-ტყის დამზადების პრაქტიკა იცვლება. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება. ხე-ტყის დამზადება, დახარისხება და დასაწყობება ე.წ. "საქმიან ეზოებში განხორციელდება, რაც მოსახლეობას ხე-ტყის შეძენასა და ტრანსპორტირებას გაუადვილებს. "საქმიანი ეზოს" მოწყობისთვის სამუშაოები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარეობს. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით სულ 26 "საქმიანი ეზო" მოეწყობა. საქმიანი ეზოების" მოწყობის შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი გავლენა და უკანონო ჭრები." - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.



2021 წელს კი იმავე ადგილას, სატყეო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმავე ადგილას, სოფელ ბობნევში რეინჯერებისთვის კოტეჯი აშენდებდა.

,,საქმიანი ეზო გარშემორტყმული იქნება რკინის მწვანე ღობეებით, განათებული იქნება სპეციალური ნათურებით.'' - აღნიშნული იყო სატყეოს განცხადებაში.

ობიექტზე ძირითადად რეინჯერებს უნდა ეცხოვრათ, რადგან ისინი უფრო ახლოს იქნებიან ტყესთან და არსებულ სიტუაციას გააკონტროლებენ. საქმიანი ეზოს მშენებლობისთვის 140 000 ლარი იყო გათვალისწინებული.




ქვემოთ ფოტოზე მოცემულია სქრინი აუქციონის ვებ-გვერდიდან, სადაც მიმდინარე ,,გაყიდვებია'' მოცემული.

ერთ-ერთი ბოლო გაყიდვა 2022 წლის 21 ივნისს განხორციელდა. გაიყიდა 6.5 კბ.მ მერქნული შეშა. საწყისი ფასი იყო 1725 ლარი. აუქციონის შედეგად გაიყიდა 1950 ლარი.



ჯერ კიდევ 2020 წელს ვწერდით, რომ შიდა ქართლში, მდინარეების, თეძამისა და ტანას ხეობებს დაცული ტერიტორიების სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ კანონპროექტს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო ამზადებდა.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავდნენ, რომ ორივე ხეობაში, დაცული ტერიტორიები კონკრეტული ადგილმდებარეობის მიხედვით, განისაზღვრებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები