ახალი ამბები
ბიისში პავლიაშვილების ოჯახს გორის მერიამ ხის სახლი აუშენა
სოფელ ბიისში პავლიაშვილების ოჯახს მერიამ ხის სახლი აუშენა.

მშენებლობა კომპანიის წარმომადგენლებმა 1 ივლისს დაიწყეს და 3 ივლისს დაასრულეს.

სახლში ცხოვრობენ პაპა, ბებია და ორი შვილიშვილი. პაპის ჯემალ პავლიშვილის თქმით, სახლის საერთო ფართი დაახლოებით 27 კვ.მ.

წელს უკვე მესამე ხის სახლია, რომელიც მერიამ სოციალურად დაუცველებისთვის ააშენა.

მერიამ ტენდერი გამოაცხადა 2022 წლის 9 მარტს. გაიმარჯვა კომპანია ,,აგროტექსერვისმა'' - 67 800 ლარად. დავალების მიხედვით, აგროტექსერვისს უნდა აეშენებინა ხის ორი სახლი. ერთი - სოფელ კარბში, ხოლო მეორე - ბიისში.

კარბში აშენებული სახლი შეფასებულია 42800 ლარად. რაც შეეხება ბიისის სახლს, ამის თაობაზე, ჯერ თანხა არაა გადახდილი.



გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიისში ოლიკო და მარიამი პაპასთან და ბებიასთან იზრდებიან. მათი თავდაპირველი სახლი 25 წლის წინ აშენებული ქოხია. ბებიას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამიტომ გოგონებს პატარა სახლის დიასახლისობა თავად უწევთ და ამაში მათ პაპა ეხმარებათ.

"ჩემი მეუღლეც ძალიან ცუდად არის და ისიც ჩემი მისახედია. გოგოებიც მეხმარებიან. სარეცხსაც ჩვენ ვრეცხავთ. მინდა ბინის მოწესრიგება შევძლო, რომ ბავშვები ცოტა თავისუფლად გაიზარდონ," - გვიყვებოდა ჯემალ პავლიაშვილი პირველი სტუმრობის დროს.

ძველი ქოხი, რომელშიც 25 წელია ცხოვრობს, 1984 წელს სამეურნეო ნაკვეთში ჩადგა. ქოხის აშენების მიზანი ის იყო, რომ როდესაც მუშაობით დაიღლებოდა ან წვიმა მოუსწრებდა, თავი შეეფარებინა. ფინანსური პრობლემების გამო ეს ქოხი მისი ოჯახის ერთადერთ თავშესაფრად იქცა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები