ახალი ამბები
ქარელის მერიის საცურაო აუზის ტექპერსონალმა ,,ტვ მონიტორინგის'' ჟურნალისტებს რუსეთის გამო აგინა
შიდა ქართლის ტელეკომპანია ,,ტვ მონიტორინგის'' ჟურნალისტი შოთიკო სადაღაშვილი და ოპერატორი თორნიკე გელიტაშვილი აცხადებენ, რომ ქარელში მათ ალტ-ინფოს წარმომადგენლები დაესხნენ თავს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტომ ვიდეოც გაავრცელა, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი, ქარელის საცურაო აუზის ტექპერსონალი ჩანს.

როორც ჟურნალისტი შოთიკო სადაღაშვილი ყვება, ის და მისი ოპერატორი ქარელში აუზის გადასაღებად იმყოფებოდნენ. საცურაო აუზი ოფიციალურად გაიხსნა, თუმცა ჯერ არ ფუნქციონირებს.

შოთიკო სადაღაშვილის თქმით, მათთან მივიდა რამდენიმე პიროვნება, რომლებმაც აუზის გადაღება აუკრძალა. კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტებისა და ტექნიკური პერსონალის საუბარი გადაიარდა რუსეთსა და ევროპის შესახებ კამათში.

ქარელის საცურაო აუზის ტექნიკური პერსონალი პრორუსული ორიენტაციის აღმოჩდნენ, რადგან ტექნიკური პერსონალის თქმით, რუსეთი კარგია, ხოლო ევროპას ,,დარხეული აქვს''. 

ამავე კადრებიდან ჩანს, რომ ტექნიკური პერსონალი ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავენ. ქარელის მერიას განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

დღის ბოლოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის პრეს-სამსახურმა განცხადება გაავრცელა:

,,სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ქარელში, „ ტვ მონიტორინგის“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს.''


Print

სტატიის გამოყენების პირობები