ახალი ამბები
გორში სასწრაფო დახმარების ჩემპიონატი ჩატარდა
გორში პირველი დახმარების ჩემპიონატი ჩატარდა. სიმულაციური ვარჯიში მიზანი იყო მონაწილეებს პრაქტიკულად გამოეცადათ საკუთარი თავი და გაეუმჯობესებინათ პირველი დახმარების ცოდნა და უნარები.

ღონისძიება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერითა და საქართველოს წითელი ჯვრის გორის ადგილობრივი ფილიალის მასპინძლობით გაიმართა.

ჩემპიონატი ორ ეტაპს მოიცავდა - ე.წ სამაგიდო სიმულაციას და პრაქტიკულ რეაგირებას სხვადასხვა საგანგებო სიტუაციაზე.

მონაწილე გუნდები უმკლავდებოდნენ ისეთ გარემოებებს, როგორიცაა - მასობრივი სიტუაციები, ავტოსაგზაო შემთხვევები, შემთხვევები ყოველდღიური ცხოვრებიდან - დამწვრობა, ჭრილობა, მოწამვლა, უცხო სხეულის გადაცდენა სასუნთქ გზებში, გონების დაკარგვა და კრუნჩხვები.

შეჯიბრების ყველა სიტუაციასთან გამკლავების შემდეგ, თითოეული გუნდის მუშაობა წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით შეფასდა. ღონისძიების თითოეულ მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

გამოცდილების გაზიარების, პირველი დახმარების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესების მიზნით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, როგორც დაშავებულთა როლის შემსრულებლები, ასევე რეაგირებაზე პასუხისმგებელი პირები, მოხალისეები საქართველოს წითელი ჯვრის 18 ფილიალიდან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები