ახალი ამბები
წმ. ნინოს გზაზე მიმავალი მომლოცველები უკვე გორში არიან
წმ. ნინოს გზაზე მიმავალი მომლოცველები უკვე გორში არიან. ისინი 1 ივნისს ახალქალაქის რაიონის სოფელ ფოკიდან წამოვიდნენ.

ფეხით მსვლელობას 42 დღის შემდეგ სვეტიცხოველში დასრულდება.

წმინდა ნინოს გზაზე ლოცვითი მსვლელობა ილია მეორემ 34 წლის წინ დააწესა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მსვლელობის მონაწილეებს 12 ივლისს სვეტიცხოველში შეხვდება და დალოცავს.

მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებიდან შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.

წმინდა ნინოს ქადაგებით, 326 წელს საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ. წმინდა ნინოს ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 იანვარს - გარდაცვალება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები