ახალი ამბები
გასაჯაროვდეს დაჯარიმებულ ობიექტების სია - მოთხოვნა გორის საკრებულოში
აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტების შემოწმების შედეგად, 40-მდე დარღვევა გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.

ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ინსპექტორები იღებენ პრეპარატების ნიმუშებსაც.

მიმდინარე წელს, აღებულია აგროქიმიკატების და პესტიციდების 190-მდე ნიმუში. წლის ბოლომდე, დაგეგმილია 380 ნიმუშის აღება.

ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, გამოვლინდა 40-მდე დარღვევა - ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია, მარკირების წესისა და რეალიზაციის პირობების დარღვევა და სხვა, რაზეც სააგენტოს მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

უხარისხო, ვადაგასული და ფალსიფიცირებული პრეპარატების გამოვლენისა და ბაზრიდან ამოღების მიზნით, ყველა სარეალიზაციო ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.

,,რომ გამოვლინდა შემდეგ....უნდა დაიწეროს რომელი ობიექტებია, წელში გაწყდა გლეხი, უხარისხო მოსავალი იდარდოს თუ წყალში გადაყრილი ფული, კისერზე ვალად რომ ადევს.'' - აღნიშნავს გორის საკრებულოს წევრი თამარ მურალოვი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები