ახალი ამბები
კონფერენს ლიგაზე გორის „დილა“ ფინურ „კუპსსთან“ დამარცხდა
დღეს კონფერენს ლიგაზე "დილა" ფინურ "კუპსს" დაუპირისპირდა. პირველი მატჩი ევროპის კონფერენსლიგაზე გორის "დილამ" მარცხით 2:0 დაასრულა.

ბურთები "დილას" კარში 32-ე წუთზე და პენალტით 90+1 წუთზე გაუტანეს

საპასუხო შეხვედრა 14 ივლისს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

კოფერენს ლიგა - 2021 წლის ზაფხულში შეიქმნა და წარმოადგენს ახალ ევროპულ ტურნირს. ფორმატით ის ჩემპიონთა ლიგის ანალოგად ითვლება.

ტარდება უეფა-ს მიერ ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით. კონფერენს ლიგა ევროპაში რანგით მესამე ტურნირია ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის შემდეგ. კლუბების კვალიფიკაცია დამოკიდებულია მათ შედეგებზე ეროვნული ლიგისა და ადგილობრივი თასების შეჯიბრებებში.

გორის „დილა“ ევროტურნირებს ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ხვდება. Crystalsport-ის ინფორმაციით, ვაგნერ გონსალვეშმა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე, კლუბთან კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი კარიერას ჩრდილოეთ მაკედონიაში გააგრძელებს. „დილასთან“ დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებული იყო, რომ გუნდს ევროტურნირების მინიმუმ 1 ეტაპზე დახმარებოდა. „დილა“ აღნიშნული პუნქტის დარღვევის გამო, კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები