ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტში გაიხსნა ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრი
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებების ცენტრი ფუნქციონირებს. ამის გამო უნივერსიტეტს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი ესტუმრა.

ბავშვთა უფლებების ცოდნის ცენტრი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით დაარსდა.

ბავშვთა უფლებების ცენტრი შიდა ქართლის რეგიონში პირველია.

,,მისი ფუნქციონირება ხელს შეუწყობს შიდა ქართლში სხვადასხვა დარგის სპეციალისტების, უფლებადამცველების, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მასწავლებლების, მშობლებისა და ბავშვების ცნობიერების ამაღლებასა და მათ ინფორმირებას ბავშვთა უფლებების შესახებ. გაეროს ბავშთა ფოდნის მხარადჭერით უნივერსიტეტში ჩატარდა 15 ტრენინგ-მოდული შიდა ქართლის რეგიონის საჯარო სკოლების მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის, რომელსაც გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სხვა მოწვეული პერსონალი უძღვებოდა.'' - აღნიშნავენ გორის უნივერსიტეტში.

ვიზიტის დასასრულს, გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ბატონმა ღასან ხალილმა სერტიფიკატები გადასცეს პროექტში ჩართულ ტრენერებს და გამართეს დისკუსია სამომავლო აქტივობებზე, მათ შორის გორის უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ კვლევით პროექტებზე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები