ახალი ამბები
გორის მერია 200 ახალგაზრდას ბაკურიანის საზაფხულო ბანაკში ეპატიჟება
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში ,,საზაფხულო ბანაკი 2022"" იხსნება.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს. პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ბანაკი გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, იხსნება.

ბაკურიანში 200-მდე ახალგაზრდა გაემგზავრება.

პროექტში მონაწილეობას შეძლებენ:

- გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები;
- გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მე-12 კლასელები;
- გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები;

მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

სააპლიკაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით ბმულს - https://docs.google.com/.../1FAIpQLScng2Qk4g14rP.../viewform

ბენეფიციართა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

- დოკუმენტაციის გადარჩევა;
- გასაუბრება;

ბანაკის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგი თემების შესახებ: სტრესის მართვა ეფექტური კომუნიკაცია, სამოქალაქო აქტივიზმი და მისი ფორმები, ადგილობრივი თვითმმართველობა და ამომრჩეველი, ადგილობრივი პრობლემების ანალიზი და ადვოკატირება.

გარდა აღნიშნულისა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიც.

თითოეულ ნაკადზე ბაკურიანში 50 ახალგაზრდა გაემგზავრება. ისინი საზაფხულო ბანაკში 4 სრული დღე დარჩებიან.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599 85 17 47;
Print

სტატიის გამოყენების პირობები