ახალი ამბები
8-9 ივლისს გორში რუსთაველის თეატრის დასი ჩამოდის
8-9 ივლისს გორში რუსთაველის თეატრის დასი ჩამოდის.

მსახიობები 9 ივლისს გორელ მაყურებელს წარადგენენ რობერტ სტურიას მიერ დადგმულ სპექტაკლს - ,,თამაშის დასასრულს''.

სამეულ ბეკეტის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი 19 საათზე დაიწყება.

რუსთაველის თეატრი გორში კიდევ ერთ სპექტაკლს 8 ივლისს დადგამს.

8 ივლისს წარმოდგენილი იქნება ,,ძუნწი''. კომედია ერთ მოქმედებად; რეჟისორი გოჩა კაპანაძე. პიესის ავტორი გიორგი ერისთავი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები