ახალი ამბები
ცხინვალში 34 წლის მამაკაცს ქუჩაში ესროლეს
ქალაქ ცხინვალში 34 წლის ასაკის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღებიდან ესროლეს.

მამაკაცი დაიჭრა, დამნაშავეები კი მანქანით გაიქცნენ.

შემთხვევა გუშინ, შუადღეს მოხდა. ავტომანქანა კი, რომლითაც დამნაშავეები გაიქცნენ, სოფელ ფრისში იპოვეს.

დაჭრილია წარსულში ნასამართლევი პირი. მას ტყვიები ორი იარაღიდან ესროლეს.

აღნიშნულ ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევი გამოეხმაურა. მან დე-ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრს საქმის გახსნა კატეგორიულად მოსთხოვა.

როგორც ცხინვალის მედია იუწყება, ეჭვმიტანილებმა რუსეთის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ ოსეთში გადასვლა მოახერხეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები