ახალი ამბები
გორში წყლის რეაბილიტაციის დროს მუშებმა წყლის მილი დააზიანეს
გორში, აღმაშენებლის გამზირზე წყლის მილები დაზიანდა.

ამის გამო ტრანშეები წყლით ამოივსო. ადგილობრივი მცხოვრებთათვის ტერიტორიის სიახლოვეს გასვლა სახიფათო გახდა.

როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები წერენ, მსგავსი შემთხვევა ადრეც დაფიქსირებულა.

სამუშაოებს კომპანია ,,იბილოა'' ახორციელებს. წყლის ამოტუმბვის მიზნით სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

აღმაშენებლის გამზრისი რეაბილიტაცია 2.07 მლნ ლარი ჯდება. ამ ეტაპზე ,,იბოლიას' შესრულებული აქვს 20%.
Print

სტატიის გამოყენების პირობები