ახალი ამბები
სტალინის მუზეუმში თვითნასწავლი მხატვრების გამოფენა გაიხსნა
ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი გორელი თვითნასწავლი მხატვრების გამოფენას მასპინძლობს.

გამოფენა დღეს გაიხსნა და 10 ივლისამდე გაგრძელდება.

სამუზეუმო სივრცეში წარმოდგენილია ვახტანგ ჯვარიძის, სოფიო ინასარიძის, ნინო მჭედლიშვილის, მარიამ გოქაძის, ნიკოლოზ ნაკაიძის ნამუშევრები.

,,მუზეუმის ვიზიტორები ინტერესით ეცნობიან თვითნასწავლი მხატვრების ნატურმორტებს, პეიზაჟებსა და პორტრეტებს.'' - აღნიშნავენ მუზეუმში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები