ახალი ამბები
სადაზღვევო კომპანიებმა ,,უხვი ნალექი'' ბლისთვის სტიქიად არ ჩაითვალეს
დაზღვეულ ბლის ბაღების მფლობელებს ზარალი არ უნაზღაურდებათ. ამის შესახებ სოფელ ხოვლეში მცხოვრებმა ფერმერმა ჯუმბერ ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ივნისის ბოლოს მოსულმა უხვმა ნალექმა ბალი დააზიანა. სადაზღვევო ხელშეკრულებაში კი ,,უხვი ნალექი'' სტიქიურ უბედაურებას არ წარმოადგენს.

სტიქიურ უბედურებად ითვლება სეტყვა, მოვარდნილი წყალი, ნიაღვარი და ა.შ.

,,რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა. ბლისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკი წვიმაა. აფუჭებს ნაყოფს. ნაკვეთში იმხელა წყალი იდგა, რომ ეს რომ გადამეღო, ალბათ ეგ თუ ჩაითვლებოდა წყალდიდობად'' - განაცხადა ფერმერმა.

აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ზარალის 70%-ს ანაზღაურებს, თუმცა, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი მალხაზ ლომსაძე აცხადებს, სადაზღვევო პაკეტში ეს ფაქტორი არ იყო გათვალისწინებული,.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლის გარდა, ბლის მოსავალს ელოდებოდნენ სკრაში და სხვა სოფლებში, თუმცა მოსავალი ყველფან დაახლოებით 70-80% დაზიანდა.

დაზიანებული პროდუქტი არ ჩაიბარა ხილის გამამამუშავებელმა კომპანიებმა, მაგალითად, ,,კულა''-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ გააჩნიათ ისეთი ხელსაწყოები, რომელიც ბლის გადამუშავებას მოახერხებს.

,,ბალი მათ ჭირდებათ მხოლოდ საღი, საკამპოტედ და ა.შ. ასე აგვიხსნეს, ყოველ შემთხვევაში. ამიტომ, წელს ვერც დაზიანებული ბლის ჩაბარება მოხდა'' - აცხადებს სოფლის მეურნეობის წარმომადგენელი მალხაზ ლომსაძე.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები