ახალი ამბები
საერთაშორისო ფორუმის წევრები მეუფის მარანსაც ესტუმრნენ
დღეს, საერთაშორისო ფორუმის წევრები ატენის სიონს, მეუფის მარანს, უფლისციხეს და სხვა ისტორიულ ძეგლებს ესტუმრნენ.

დელეგაციაში საქართველოს, პოლონეთის, უკრაინისა და სომხეთის წარმომადგენლები იმყოფებიან.

კულტურული ძეგლების მონახულების შემდეგ, ისინი რეგიონის სამეწარმეო პოტენციალს გაეცნობიან, ხოლო 16-17 თებერვალს გორის თეატრის მცირე დარბაზში დაგეგმილ ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.

ფორუმის მიზანს შიდა ქართლის სამეწარმეო პოტენციალის წარმოჩენა და უცხოელი პარტნიორების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების ბიზნეს-გარემოს გაცნობა დაიწყეს.

რაც შეეხება 16 და 17 თებერვალს გორის თეატრის მცირე დარბაზში დაგეგმილ ფორუმს, იქ მონაწილეები თემაზე „ადგილობრივი ხელისუფლების როლი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში“ მოხსენებებს წაიკითხავენ.

საერთაშორისო ფორუმი 10:00 საათზე დაიწყება და 17:00 საათამდე გაგრძელდება.

„გორის საერთაშორისო ფორუმი - ინოვაციების ხელშეწყობა“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მუნიციპალური ა(ა)იპ-ის „განვითარების სააგენტოს“ ორგანიზებით იმართება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები