ახალი ამბები
ხაშურში ანგრევენ მშენებარე იუსტიციის სახლს, რატომ?
ხაშურში, მშენებარე იუსტიციის სახლის კონსტრუქციებს ანგრევენ. ამის ამსახველი ვიდეო ადგილობრივმა მკვიდრმა გადაიღო.

აღსრულების ეროვნული ბიურო იმ ობიექტის დემონტაჟს ახორციელებს, რომლის აშენებაზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ხაშურის იუსტიციის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით, ქარტლი.გე-მ მოიძია მასალები.

კომპანია ,,ალიანსსა'' და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თანხაზე:

შპს ,,ალიანს" შორის 2021 წლის 12 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულება 4`284`952.35 ლარზე. დღევანდელი მდგომარეობით გადახდილი თანხა შეადგენს : 1`334`317.52 ლარს (31%)

აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით, ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა 2022 წლის 4 თებერვალს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაერთგზის დარღვევების და არაჯეროვანი შესრულების გამო.



,,შესრულებულ სამუშაოთა ხარისხი არ შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს, რაც დადასტურდა 2022 წლის 01 თებერვლის სსიპ "ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" N000615822 ექსპერტიზის დასკვნით. ასევე დარღვეული იყო სამუშაოთა შესრულების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ეტაპების ვადები'' - აღნიშნულია აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებაში.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო შეუსრულებელი სამუშაოს (3 686,889.14 ლარის) ღირებულების 10%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 368,688.91 (სამას სამოცდარვა ათას ექვსას ოთხმოცდარვა ლარი და 91 თეთრი) ლარს. ბიურო ამ თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.

რაც შეეხება შესრულებულ სამუშაოებს, როგორც ფოტოზე ჩანს, მისი დემონტაჟი დღეს დაიწყეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები