ახალი ამბები
ხვალ გორში ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გარემოვაჭრე გახდება
ხვალ, 13 ივლისს, 12:00 საათზე, გორში "ლეიბორისტული პარტიის" ერთ–ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი ხელისუფლებისაგან დევნილ, გორელ გარემოვაჭრეებს შეხვდება.

როგორც ლაშა ჩხარტიშვილმა გვითხრა, ის გააცნობს გარევაჭრობის დაკანონება–მოწესრიგებისაკენ მიმართულ, მის მიერ მომზადებულ კანონპროექტს. სოლიდაროობის ნიშნად, ლაშა ჩხარტიშვილიმათთან ერთად, გარევაჭრობითაც დაკავდება.

შეგახსენებთ, დღეს დილით გარემოვაჭრეებმა, მარინა გაგლოშვილმა და კიდევ რამდენიმე ადამიანმა გურამიშვილის ქუჩაზე დემონტრაციულად მუშაობა განაგრძეს.

ადგილზე პოლიცია და გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებიც მივიდნენ.

ტროტუარები და მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებმა დაიკავეს. სხვა მოვაჭრეებს კი არ აძლევდნენ მუშაობის გაგრძელებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები