ახალი ამბები
გორის გარემოვაჭრეებს მხარდაჭერა გირჩმა და ლეიბორისტულმა პარტიამ გამოუცხადა
გორში გრძელდება გარემოვაჭრეების პროტესტი. დღეს თბილისიდან მათ მხარდასაჭერად მოძრაობა გირჩისა და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები ჩავიდნენ.

გირჩისა და ლეიბორისტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მერიამ ოპტიმალური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და დააკმაყოფილოს მოვაჭრეთა მოთხოვნები.

ეს ძირითადად, მოვაჭრეების ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.




ლებორისტული პარტიის წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ მათ აქვთ კანონპროექტი მზად, რომელიც სწორედ გარევაჭრობის მოწესრიგებაზეა ორიენტირებული. მან სიმბოლურად მოვაჭრეების ადგილი დაკავა და ვაჭრობა დაიწყო.





გორის მერია: გარემოვაჭრეები ახალ ბაზარში ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიბოლურ ფასად შეძლებენ. გორში, ქართლისა და გურამიშვილის ქუჩები უსახური დახლებისაგან გაიწმინდა.

გორის მერიის ინფორმაციით მსუბუქი კონსტრუქციების და დახლების გამოყენებით, ამ ქუჩებზე გარევაჭრობა ხორციელდებოდა, რის გამოც, ტროტუარებზე გადაადგილება შეუძლებელი იყო, ასევე საფრთხე ექმნებოდა, როგორც ტრანსპორტით, ასევე ქვეითად გადაადგილების მსურველებს. პრობლემები ექმნებოდათ ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც. გარევაჭრობისას, გარდა იმისა რომ ირღვეოდა კანონი, მახინჯდებოდა ქალაქის იერსახე და ქუჩები ნაგვიანდებოდა.




გორის მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ადგილებში საქმიანობის გაგრძელება რამდენჯერმე შესთავაზა. წმინდაწყლის ტერიტორიაზე, ახალ ბაზარში, მერიისა და კერძო მესაკუთრის შეთანხმების შედეგად, ისინი ერთი წლის განმავლობაში საქმიანობის გაგრძელებას სიბოლურ ფასად შეძლებენ.

კონსტრუქციებისგან ამ ქუჩების გასუფთავების შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები ბოლოს სამი კვირის წინ, 14 ივნისს გააფრთხილეს და ტერიტორიის გასასუფთავებლად ერთი კვირის ვადა მისცეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები