ახალი ამბები
სოფელ სკრაში სარწყავი არხი დამშრალია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში სარწყავი არხი დამშრალია.

ამის გამო მოსახლეობას ხეხილის ბაღები და ნაკვეთები უხმება.

ისინი ითხოვენ, რომ ხელისუფლება პრობლემის მოგვარებაში დროულად ჩერთოს.

საქმე იმაშია, რომ სარწყავი არხით, რომელიც ორი კვირის წინ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საზეიმოდ გახსნა. სკრელები ვერ სარგებლობენ.

,,ამ არხის სათავე ნაგებობა მდებარეობს ხაშურის რაიონის სოფელ ტაშისკარში. იქიდან მოდის, გამოივლის სამწევრისს, ქარელს, ხვედურეთს, ქვენაფლავს, ღვლევს და მერე ჩვენთან. წყალი ფაქტიურად ხვედურეთის შემდეგ არ მოდის. სოფლებს შორის რიგითობა აღარააო და ა.შ. დროულად უნდა აღდგეს კონტროლი.'' - აცხადებენ სკრაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები