ახალი ამბები
ვარიანში 40 კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი ამოიღეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში ერთ-ერთი მაღაზიიდან კონტრაბანდული სიგარეტი ამოიღეს.

სპეციალური ღონისძიება შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა განახორციელეს.

აღნიშნული სამსახურის წარმომადგენელი მიხეილ სულუაშვილი აცხადებს, რომ სავაჭრო ობიექტში მათ მხოლოდ დასაწყობებული საქონელი ნახეს:

,,ახდენდნენ თუ არა რეალიზაციას, ეს ჩვენთვის უცნობია. ჩვენ მხოლოდ მისი შენახვის ფაქტი დავავიქსირეთ'' - აცხადებს შემოსასვლების სამსახურის წარმომადგენელი სულუაშვილი.

მაღაზიის მფლობელმა განაცხადა, რომ სოციალური დაუცველია და ჭირდებოდა თანხა, ასევე აღნიშნა, რომ როდესაც სამეწარმეო საქმიანობა დაიწყო, არ იყო გაცნობილი სათანადო კანონდებლობას, ამიტომ შეღავათი ითხოვა.

გორის სასამართლომ დღეს მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები