ახალი ამბები
7 აფთიაქი დააჯარიმეს გორში ურეცეპტოდ წამლების გაყიდვის გამო
გორში ორდღიანი სპეიალური ღონისძიებების გატარების დროს 7 აფთიაქი დააჯარიმეს.

ამის შესახებ შესაბამისი ოქმები 29-30 ივნისს წამლების რეგულირების სააგენტომ შეადგინა.

როგორც ოქმებშია აღნიშნული, ფარმაცევტულმა დაწესებულებებმა რეცეპტის გარეშე მედიკამენტები გაყიდეს.

აღნიშნული კომპანიების ნაწილს სასამართლომ ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ნაწილს კი მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა დააკისრა.

შემოწმებული კომპანიებია, რომლებსაც დარღვევა უპოვეს:

- სახალხო აფთიაქი, გორი, გორიჯვრის ქუჩა
- შპს ,,საბა'', გორი ცხინვალის გზატკეცილი
- შპს იმპექსფარმი, გორი, სტალინის გამზირი
- შპს ნეოფარმი;; - გორი, სტალინის გამზ.
- შპს ,,გეფა''
- შპს მედფარმა პლიუსი
- ი.მ გ. გუგუტიშვილი

ერთ-ერთი აფთიაქის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის იძულებულია მედიკამენტები რეცეპტის გარეშე გასცეს, რადგან ზოგჯერ ექიმთან ვიზიტი შეუძლებელია. როგორც მან განმარტა, ექიმები ზოგჯერ შეცდომებს უშვებენ, წამლებს არასწორად უნიშნავენ პაციენტებს და ა.შ. იგი ითხოვს, რომ ფარმაცევტებს გარკვეული უფლებები ჰქონდეთ და შეეძლოთ პაციენტებთან შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევაც.

ეს მოსაზრება მოსამართლისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რადგან მისი თქმით, ექიმებს გააჩნიათ შესაბამისი, სპეციალური ცოდნა, შესაბამისად, მისი გადაწყვეტილების შეცვლა თვითნებურად დაუშვებელია, ხოლო უკმაყოფილების შემთხვევაში, არსებობს რეგულირების სააგენტო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები