ახალი ამბები
კარალეთში გარემოს დაბინძურების ფაქტზე სამშენებლო მასალების საამქროს ხელმძღვანელი გააფრთხილეს
კარალეთში გარემოს დაბინძურების ფაქტზე სამშენებლო მასალების საამქროს ხელმძღვანელი გააფრთხილეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის თანამშრომლებმა საჯარიმო ოქმი შეადგინეს. მეწარმემ, როგორც პირველი შემთხვევა, პატიება მოითხოვა.

დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნათია ესიაშვილის განცხადებით, მეწარმე, თავისი საქმიანობით, აბინძურებდა გარემოს, რადგან ატმოსფეროში იფრქვეოდა მავნე ნივთიერებები, ხოლო ჭაბურღილის წყალს უნებართვოდ იყენებდა.

მეწარმემ განაცხადა, რომ მან სამეწარმეო საქმიანობა ისე დაიწყო, რომ არ იცოდა სამშენებლო წესები. მან ოქმის შედგენის შემდეგ მოიპოვა ლიცენზია ჭაბურღილის მოპოვებაზე და ცდილობს, აღარ დააბინძუროს ატმოსფერო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები