ახალი ამბები
მზესუმზირის ყანა ნადარბაზევის ტბასთან – შიდა ქართლი


თითქმის 30-წლიანი პაუზის შემდეგ, შიდა ქართლის მინვდრებზე მზესუმზირა დათესეს. ყანას ნადარბაზევის ტბის გარშემო, თითქმის 50 ჰა ფართობზე ნახავთ. ეს ყანა სოფელ ნაწრეტში მცხოვრებ თემურ ფსუტურს ეკუთვნის.



როგორც მან გვითხრა, მზესუმზირის დათესვა გასულ, 2021 წელს გადაწყვიტა. საპილოტედ დაახლოებით 6 ჰა ფართობზე მოიყვანა:



,,ამ დრომდე, სულ ხორბალს ვეთსავდით. ხორბალი, ხორბალი… ნიადაგში დაავადება გაჩნდა, რაც ერეოდა ხორბალს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ მიწა დაგვესვენებინა. ახლა რასაც ხედავთ, ეს ფრანგული ჯიშის ჰიბრიდია. გამოვიყენეთ ნულოვანი დამუშავების მეთოდი. მზესუმზირა ისე მოგვყავს, არ ჭირდება მიწას დამუშავება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები