ახალი ამბები
გორში დააჯარიმეს პირი, რომელმაც 10 წელიწადში 250 000 ლარი გააპროცენტა
გორის სასამარლოს დადგენილებით, მოქალაქე 10 000 ლარით დაჯარიმდა იმის გამო, რომ მან 250 000 ლარი არლეგალურად გააპორცენტა.

პროკურატურამ მის მიერ 10 მოქალაქეზე გაცემული სესხისგან მიღებული მოგება დაითვალა.

პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის განცხადებით, მოქალაქემ ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

,,იგი არ იყო რეგისტრირებული მეწარმედ ან გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, 2010-2017 წლებში შიდა ქართლში განახორციელა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და 10 პირზე –  სესხის სახით გასცა ჯამურად – 114 340 აშშ დოლარი (სესხის გაცემისას არსებული ვალუტის კურსის თანახმად, დაახლოებით 247 000 ლარი).'' - აღნიშნა ოთარ ხორგუაშვილმა სასამართლო პროცესზე.

პროკრორის ინფორმაციით, 10 პირისგან მოქალაქემ დამატებით შემოსავალი – 86 716 ლარი მიიღო:

,,ხოლო, ვინაიდან არ იყო რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტად და არ გადაიხადა საშემოსავლო გადასახადი, სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 17 343,2 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.'' - განმარტა პროკურორმა.

ბრალდებულის ადვოკატი ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ მტკიცებულებები არ გახადა სადავო; რომ არის ნასამართლობის არმქონე, ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის შემდეგ გასულია ძალიან დიდი დრო, რომლის განმავლობაშიც ახალი ფაქტი აღარ მომხდარა, არის ასაკოვანი, უმუშევარი, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და უჭირს გადაადგილება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები